logo
ENG



"გადავწყვიტე, დამოუკიდებელი დეპუტატი ვიყო" - რამაზანოვი დმანისის საკრებულოს სხდომაზე მივიდა

10 დეკ 202112:27
3 წუთის საკითხავი
 

დმანისში საკრებულოს სხდომაზე კვორუმი შედგა. ორი დღის განმავლობაში გაუჩინარებული დეპუტატი ენმ-დან, რამიზ რამაზანოვი ადგილზე გამოცხადდა და ამბობს, რომ დამოუკიდებელი იქნება.  

"ზეწოლა არ ყოფილა, ასე გადავწყვიტე მე, პირადად. მე გადავწყვიტე დამოიუკიდებელი დეპუტატი გავხდე, რადგან ვალდებული ვარ. ათასმა კაცმა ხმა რომ მომცა, ხალხის წინაშე ვალდებული ვარ. ასეა საჭირო", - თქვა მან.

ჟურნალისტების კითხვებზე, სად იყო ბოლო ორი დღის განმავლობაში, გაიტაცეს თუ არა, იგი პასუხობს, რომ საქართველოში იყო. 

საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა ოცნებიდან ჟურნალისტებთან საუბარში არ გამორიცხა, რომ მისი მოადგილე სწორედ ოპოზიციიდან იყოს. 

ენმ-ს წევრ რამიზ რამაზანოვს ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ. დმანისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებდა, რომ მასზე ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა მიმდინარეობს. 

დმანისის საკრებულოს 15 წევრი ქართული ოცნების წევრია, 15 კი - ოპოზიციის. 3 დეკემბერს, როცა ახლადარჩეული საკრებულო პირველად შეიკრიბა, ოპოზიციონერებმა ბოიკოტი გამოაცხადეს და სხდომა ჩაიშალა.

იმავეს გეგმავენ 10 დეკემბრის სხდომაზე. 

იმ შემთხვევაში, თუ საკრებულოს სხდომა ჩაიშლება და თავმჯდომარის არჩევა კვლავ ვერ მოხერხდება,  რიგგარეშე არჩევნები უნდა დაინიშნოს, რაც მმართველი გუნდისთვის არახელსაყრელია. 

დმანისელი ოპოზიციონერების თქმით, სწორედ ამის თავიდან ასარიდებლად ქართულმა ოცნებამ პოლიტიკოსებზე ზეწოლა დაიწყო. რამიზ რამაზანოვი უკვე გაათავისუფლეს სკოლიდან, რომლის დირექტორიც იყო. 


close დახურვა